“სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა”
13 მაისი 2015 წელი
“სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა”
“სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა”
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის “სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობის” სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლები (როინ მალაყმაძე, შუშანა ფუტკარაძე, შორენა ფუტკარაძე) მივლინებით თურქეთში იმყოფებოდნენ. მკვლევარები ქალაქ სტამბოლში 16 დღის განმავლობაში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესია–მონასტერთან არსებულ ბიბლიოთეკასა და არქივში მუშაობდნენ. ჩატარდა არსებული ლიტერატურის აღწერა-კატალოგიზაცია და დიგიტალიზაცია, აღიწერა 4 000-მდე ერთეული. აღმოჩნდა ბევრი ქართული მეცნიერებისათვის უცნობი უცხოენოვანი წიგნი საქართველოს შესახებ. არქივში ასევე გამოვლინდა მიხეილ თამარაშვილის, მიქელ თარხნიშვილის, ხასან ხინიკაძის, ვიქტორ ნოზაძის წერილები და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მიერ დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელისათვის, ს. გოგოლაშვილისათვის სტამბოლში გაგზავნილი საქმიანი ქაღალდები.
სრულად