გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი აკაკი ბერიძე
17 თებერვალი 2025 წელი

გარდაიცვალა ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი აკაკი ბერიძე
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ექიმის, ბსუ-ს ქირურგიის დეპარტამენტის ემერიტუს-პროფესორის, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენის, მეცნიერისა და მრავალი თაობის აღმზრდელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, აკაკი ბერიძის გარდაცვალების გამო. დიდია ბატონი აკაკის ღვაწლი ქართული მედიცინის და სამედიცინო სკოლის განვითარების საქმეში, მის სახელს უკავშირდება უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტის ჩამოყალიბება და მედიცინის სხვადასხვა მიმართულების პროგრამების განხორციელება. დღესაც, მედიცინა წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნად სპეციალობას და ყოველწლიურად მაღალი კონკურენციის პირობებში კომპლექტდება.
სრულად