,,ბათუმობის“ სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა VI საერთაშორისო კონფერენცია ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“. სამეცნიერო სესიაზე მეცნიერები 60-მდე მოხსენებას წარმოადგენენ ზღვისპირა ქალაქის ისტორიაზე, თანამედროვეობაზე, ტურიზმისა და ურბანული განვითარების ტენდენციებზე. მკვლევარები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: ,,ბათუმის ეკოლოგიური პრობლემები და მისი გადაჭრის გზები“, ,,ოსმალთა მიერ ბათუმის ოკუპაცია და ქართველი მწერლები“, ,,ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების თავისებურებანი“, ,,არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენები ფიჭვნარის ნაქალაქარზე“, ,,ქართველ მუჰაჯირთა სოფლები თურქეთის შავიზღვისპირეთში“ და სხვ. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
უკან |