
ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ II საერთაშორისო სემინარში ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები წარადგინეს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის მეცნიერ-თანამშრომლებმა მაია ჭიჭილეიშვილმა, რუსლან ბარამიძემ და ჯემალ მიქელაძემ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის ქალბატონ მაია ჭიჭილეიშვილს გადაეცა მადლობის სიგელი. ღონისძიება აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.
უკან |