ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„კონფლიქტების ინსტიტუტციონალურად ორიენტირებული შესწავლა“

სურათი
პროექტის "კონფლიქტების ინსტიტუტციონალურად ორიენტირებული შესწავლა" ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, მკვლევრებთან და სტუდენტებთან ერთად, ნალჩიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის უმაღლესი სკოლის, მაიკოპის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, მარბურგის უნივერსიტეტის კონფლიქტების კვლევის ცენტრის, ბილეფილდის კონფლიქტებისა და ძალადობის დისციპლინათაშორისი კვლევის ინსტიტუტის პროფესორები მონაწილეობდნენ. 
 
ერთკვირიანი ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ კვლევების მეთოდოლოგიური და შინაარსობრივი ასპექტები, სასწავლო კომპონენტების ადაპტირებისა და რეალიზების გზები, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორების თანამშრომლობის შესაძლებლობები. პროექტი კონფლიქტების ინსტიტუტციონალურად ორიენტირებული შესწავლა" დაფინანსებულია Volkswagen Foundation მიერ.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა