გამოიცა ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების XI ტომი. კრებულში მკითხველი გაეცნობა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფ¬ლებისათვის მებრძოლ ხიმშიაშვილთა ღვაწლს და ამ საგვარეულოთა ოჯახებიდან გამოსული სახელოვანი ქართველი ქალების მოღვაწეობის ეპიზოდებს. მასში დახასიათებულია აჭარა–მაჭახლის სოციალურ–ეკონომიკური ვითარება პირველი მსოფლიო ომის დროის, ბათუმის ოლქის ქართული პოლიტიკური ემიგრაციისა და სამხედრო პოლიტიკური მდგომარეობის ეპიზოდები XX საუკუნის 20–იან და წინა წლებში. ასევ წარმოდგენილია აჭარისა და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიის, ეთნოლოგიის, ფოლკლორის, ლინგვისტიკის, განათლების და კულტურის საკითხები, სოციოლოგიური კვლევების სანდოობისა და სოციალური აზრის განვითარების ასპექტები.
უკან |