ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ სოფლის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა და მოხსენება წარადგინა თემაზე: „აჭარაში სოფლად ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“. სამეცნიერო სესია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა და მასში 7 ქვეყნის 150 დელეგატი (ტურიზმის დარგის ექსპერტები, ტურიზმის სექტორში დასაქმებული ორგანიზაციების, საოჯახო-სასტუმრო სახლების, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე ტურისტული სააგენტოების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენელი) იყო ჩართული. კონფერენცია მიზნად ისახავდა ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტების, თანამედროვე ტენდენციებს განხილვას და ევროპული გამოცდილების გაზიარებას.
უკან |