ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება

ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება ფუნქციონირებს ინსტიტუტის დაარსებიდანვე, 1958 წლიდან. მისი შექმნით საფუძველი ჩაეყარა აჭარისა და მისი მომიჯნავე რეგიონების, მთლიანად სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიურ შესწავლას, რაც მანამდე ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. 1958-1968 წლებში ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილება იკვლევდა აჭარის ტრადიციული და თანამედროვე ყოფისა და კულტურის საკითხებს. შემდგომ ათწლეულში ეთნოგრაფიული კვლევა-ძიება გაგრძელდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მასშტაბით და შეისწავლებოდა ამ რეგიონის ყოფისა და კულტურის უმთავრესი საკითხები (მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, ხელოსნობის დარგები, დასახლების ფორმები, საოჯახო და საზოგადოებრივი ყოფა, მიგრაციის პრობლემები, ალპური დასახლება, ხალხური დღესასწაულები და წეს-ჩვეულებები და ა.შ.). ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაფართოვდა კვლევის არეალი და არაერთი ექსპედიცია მოეწყო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ძირძველი ქართული მოსახლეობის ტრადიციული ყოფისა და კულტურის შესასწავლად.

განყოფილების არსებობის მანძილზე ჩატარდა 50-ზე მეტი ეთნოგრაფიული ექსპედიცია.  ექსპედიციების მიერ შეკრებილი მდიდარი მასალა თავმოყრილია ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების ფონდებში, საველე-ეთნოგრაფიული დღიურებისა და ფოტო-ილუსტრაციების სახით. 2018 წლიდან დაიწყო ამ მასალის მეცნიერულად დამუშავება და გამოცემა. გამოიცა „მასალები აჭარის ყოფისა და კულტურის შესწავლისათვის (მემინდვრეობა) (2019 წ).

წლების განმავლობაში განყოფილების თანამშრომელთა მიერ შეიქმნა 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 25 მონოგრაფია, გამოიცა დარგობრივი კრებულები (“სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ყოფა და კულტურა“, „სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეთნოლოგიის პრობლემები“). განყოფილების თანამშრომლების მიერ მომზადდა და განხორციელდა არაერთი სამეცნიერო გრანტი, ჩატარდა სხვადასხვა სახის სამეცნიერო ფორუმი.

2010 წლიდან განყოფილებას დაემატა სოციოლოგიური კვლევის მიმართულება. ამ მიმართულებით მიმდინარეობს ქ.ბათუმის ცალკეული სოციალური სეგმენტის სოციოლოგიური კვლევა, რესპოდენტთა სოციოლოგიური გამოკითხვის მასალების ანალიზი, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის პრობლემების გამოკვეთა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება მათი გადაჭრისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა