„ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძური“
18 სექტემბერი 2016 წელი
„ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძური“
მკვლევარმა ირინე ვარშალომიძემ გამოსცა ნაშრომი „ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ნუმიზმატიკური საგანძური“. წიგნის შესავალში განხილულია სამონეტო მიმოქცევის თავისებურებანი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. შემდეგ წარმოდგენილია მუზეუმში დაცული ნუმიზმატიკური ძეგლების კატალოგი, აღწერილია 102 მონეტა, კოლხური თეთრი, სინოპური, ჩრდილოეთ შავიზრვისპირეთის ქალაქების, კიზიკინები, ალ. მაკედონელის, ეგინური, რომაული, ბიზანტიური,არაბული, სელჩუკური, მონღოლური, ევროპული მონეტები. მასალის დიდი ნაწილი გამოუქვეყნებელია და პირველად შედის სამეცნიერო მიმოქცევაში. ნაშრომი ორენოვანია − შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სრულად