ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უმცროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღო აკაკი შანიძის დაბადებიდან 130 წლისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში. მკვლევარმა კოლეგებს მოხსენება წარუდგინა თემაზე: „კაპანდიბის განმარტებისათვის“. ორდღიანი კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანი იყო, მოიცავდა როგორც უცნობ მასალებს მეცნიერის პირადი არქივიდან, ასევე მეცნიერის სამოღვაწეო დარგებსა და მიმართულებებს; წარმოჩენილი იყო აკაკი შანიძის ღვაწლი ქართული გრამატიკული აზრის განვითარების ისტორიაში, მისი კვლევითი მეთოდოლოგიები და შედეგები, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მის მეცნიერულ მემკვიდრეობას.
უკან |