ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის ნანი გუგუნავას 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა. მკვლევარს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მკვლევრებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ღვაწლმოსილ მეცნიერსა და პედაგოგს წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის ბსუ-ს რექტორმა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ნანი გუგუნავა ემიგრანტი მწერლებისა და სოციოლოგების შემოქმედებას იკვლევს.
უკან |