კომპლექსური სასწავლო პროგრამა პრაქტიკოსი აგრონომებისთვის
20 იანვარი 2017 წელი
კომპლექსური სასწავლო პროგრამა პრაქტიკოსი აგრონომებისთვის
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მკვლევარებმა გრძელვადიანი კომპლექსური სასწავლო პროგრამის განხორციელება დაიწყეს ფერმერთა მომსახურების ცენტრების აგრონომებისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში ფუნქციონირებადი საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების ექსტენციის აგენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. ტრენინგი USAID-ის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის ხუთწლიანი პროექტის (REAP) ფარგლებში ტარდება და მიღებული ცოდნა აამაღლებს მათ საკონსულტაციო მომსახურების ხარისხს, რაც დადებითად აისახება მცირე, საშუალო ფერმერების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე. სასწავლო კურსი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც მოიცავს საველე პირობებში, სპეციალურად შერჩეულ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე მეცადინეობებსაც.
სრულად