ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ბელარუსიის რესპუბლიკის მოგილევის რეგიონის დელეგაცია ეწვია. სტუმრები რექტორთან მერაბ ხალვაშთან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან, რექტორის მოადგილესთან ნათია წიკლაშვილთან და მკვლევრებთან გამართულ შეხვედრაზე უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებს, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ბსუ-ს სამეცნიერო ინსტიტუტების მიერ განხორციელებული სამეცნიერო პროექტების შედეგებს გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ბელარუსიის სოფლის მეურნეობის სახელმწიფო აკადემიის რექტორმა პაველ სასკევიჩმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულება ითვალისწინებს პროფესორ-მასწავლებელთა და მკვლევართა გაცვლითი პროგრამის ამოქმედებას, ერთობლივი საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამების შემუშავებას, სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, კონფერენციების, საზაფხულო სკოლებისა და სემინარების ორგანიზებას.
უკან |