ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადმოეცა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემენტის კუთვნილებაში არსებული შენობა პატარა ეზოთი. ქობულეთში, ბაგრატიონის ქუჩაზე N2ა-ში მდებარე შენობაში ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების კოლხეთის ჭარბტენიანი ლანდშაფტების ეკოლოგიის შესწავლის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო ცენტრი შეიქმნება. საველე კვლევებზე ორიენტირებული სამეცნიერო ცენტრი მოემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს ეკოლოგიის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის, არქეოლოგიის და ეკოტურიზმის მიმართულებით. ცენტრში მოეწყობა საზაფხულო სკოლები, ტრენინგები, სემინარები და ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და აკადემიური პერსონალისა ინტეგრაციას.
უკან |