შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის დაინტერესებულ მხარეთა მე-4 კონფერენცია
15 სექტემბერი 2017 წელი
შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის დაინტერესებულ მხარეთა მე-4 კონფერენცია
შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის დაინტერესებულ მხარეთა მე-4 კონფერენცია
დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობას ღებულობს ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციაში: „ შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის დაინტერესებულ პირთა კონფერენცია-2017’’.კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონული კავშირების გაძლიერება საზღვაო თანამშრომლობის გზით, შავი ზღვისა და სანაპიროს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, ლურჯი ეკონომიკის ზრდა, ინოვაციების მხარდაჭერა ბიზნეს სექტორში, ერთობლივი კვლევებისა და პროექტების განხორციელება.
ფორუმის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის საგამოფენო სივრცეში განთავსდა ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერების, გერმანიის გრეიფსვალდის უნივერსიტეტის, გრეიფსვალდის ტორფნარების სამეცნიერო ცენტრის ერთობლივი კვლევის შედეგების პრეზენტაცია: “კოლხეთის დაბლობის გრძელვადიანი გეგმა - ახალი გამოწვევები ახალი პერსპექტივები“ .
სრულად