ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ექსპედიციები

ბიომრავალფეროვნებისა და ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევები დაფუძნებულია მონიტორინგზე როგორც ფიტოპათოლოგიის, ისე ბიომრავალფეროვნების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს საველე ექსპედიციებს.

ფიტოპათოლოგიის მიმართულებით ექსპედიციები ტარდება საქართველოს მარცვლის მწარმოებელ რაიონებში: ახალციხე, ახალქალაქი, ადიგენი, ასპინძა, მცხეთა, დუშეთი, ხაშური, საგარეჯო, გურჯაანი, თელავი, სიღნაღი, მარნეული,გარდაბანი, გორი, ქარელი და სხვა; დაკვირვებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ტარდება დაბა წაღვერში, აჭარის ზღვისპირეთისგან განსხვავებულ აგროკლიმატურ ზონაში; სასოფლო-სამეურნეო  და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი სხვა კულტურების დაავადებების მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის მიზნით ექსპედიციური კვლევა მიმდინარეობს აჭარა-გურიის,  სამეგრელოს და სხვა რეგიონთა რაიონებში.

ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და კონსერვაციის კუთხით ეწყობა საველე ექსპედიციები აჭარის ზღვისპირეთში, აჭარა-გურიის მაღალმთიანეთში, მთლიანად კოლხეთის დაბლობის ლანდშაფტებში.

ექსპედიციური კვლევის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა