„დევსქელის ხეობის ეთნოკულტურული შესწავლა“
17 სექტემბერი 2018 წელი
6-15 სექტემბერს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავრი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლები: თამილა ლომთათიძე, ნაილა ჩელებაძე, ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავრი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია ჭიჭილეიშვილი მიზნობრივ სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ექსპედიციაში იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. მკვლევართა ჯგუფი მუშაობს თემაზე „დევსქელის ხეობის ეთნოკულტურული შესწავლა“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე).