„რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“
20 ივნისი 2018 წელი
„რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“
„რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“
„რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“
19-20 ივნისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელმა იზოლდა მაჭუტაძემ მონაწილეობა მიიღო პოლონეთში, კორნიკში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე: „რელიქტური მერქნიანი მცენარეები - წარსული, აწმყო, მომავალი“. მსოფლიოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა პროცესებმა მსოფლიო ფლორის რელიქტური მერქნიანი სახეობები საფრთხის წინაშე დააყენა. აუცილებელია ბუნებრივი სახით ტყეების აღდგენა და ამ მხრივ სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების განხორციელება. ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში იგეგმება რელიქტური კოლხური ტყის აღდგენის პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების - ლაფანის, ჰართვისის მუხის და კოლხური ბზის თანამონაწილეობით. მიმდინარეობს სამეცნიერო კვლევები შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის მეცნიერებთან ერთად.
სრულად