აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერეს. ინსტიტუტის შენობა ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე შენდება. სამსართულიანი კორპუსი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.
პროექტისათვის 1 მილიონ 600 ათასი ლარია გათვალისწინებული, აქედან 810 700 ლარი ადგილობრივი მთავრობის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ასევე, უნივერსიტეტს 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს აჭარის მთავრობამ 2014 წელს გადასცა.
ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი 1959 წელს დაარსდა. ცენტრში ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება მცენარეთა დაცვისა და სურსათუვნებლობის მიმართულებით. 2012 წელს ინსტიტუტის შენობა, მიმაგრებული საცდელი ნაკვეთებით კერძო კომპანიაზე გასხვისდა.
უკან |