განცხადება
13 თებერვალი 2020 წელი

განცხადება
გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემბრანული და აგრარული ტექნოლოგიების ინსტიტუტის აგრარული და კვების პროდუქტების ტექნოლოგიების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ეკონომიკის დოქტორი ასლან დევაძე. ღვაწლმოსილმა მკვლევარმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აჭარაში ეკონომიკური თეორიის, რეგიონული და დარგობრივი კვლევების მიმართულებით. ასლან დევაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა დაკავშირებული იყო როგორც ზოგად თეორიული, ისე პრაქტიკული გამოყენებითი ღირებულებების მქონე პროექტებისა და პროგრამების შემუშავება-განხორციელებასთან.
სრულად