აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

სტრატეგიული განვითარების გეგმა

ინსტიტუტის თემატური გეგმები საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის ორიენტირებულია ქვეყანაში აგროსფეროს განვითარების სტრატეგიული კურსის განხორციელების პროცესში აქტიურად ჩართულობაზე, არსებულ პრობლემათა გადაჭრის ხელშემწყობი ტექნოლოგიების შემუშავება-განხორციელებაზე.

მემბრანული ტექნოლოგიების მიმართულებით: ელექტრო მემბრანული, ბარომემბრანული და სორბციული პროცესებისა და ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვა; ელექტრო მემბრანული აპარატების კონსტრუქციული ელემენტებისა და ტექნოლოგიური პროცესების კონტროლის აპარატურისა და მოწყობილობების შემუშავება, გამოცდა და დანერგვა; თერმო და ქიმიურად მდგრადი ბარომემბრანების სინთეზი, გამოკვლევა და მათი პარამეტრების განსაზღვრა; ბარომემბრანული ტექნოლოგიების და აპარატების შემუშავება თხევადი ნარევების დაყოფისა და დაწმენდისათვის; კომპლექსური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ნარჩენების გადასამუშავებლად; ჩამდინარე დაბინძურებული წყლების გაწმენდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტებისაგან, მძიმე მეტალებისაგან; კალიუმის შემცველი მიწისქვეშა წყლებიდან კალიუმის სასუქების მიღების ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება და მემბრანული ტექნოლოგიით ზღვის წყლიდან მიკროელემენტების გამოყოფა.

აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით: მეჩაიეობის, მეციტრუსეობის, მევენახეობის, მეხილეობის, მებოსტნეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგების რეაბილიტაცია-განვითარების უზრუნველმყოფი აგრო და გადამუშავების ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის, მიწის ნაყოფიერების ანალიზისა და გაუმჯობესების, რაციონალური მიწათსარგებლობის, დარგთა შეთანაწყობა-დარაიონების, მცენარეთა დაავადებებთან და მავნებლებთან ეფექტური ბრძოლის, ჯიშთგანახლების, ადგილობრივი ნედლეულის წარმოება-დამზადების, გადამუშავების, შენახვისა და რეალიზაციის, ტექნოლოგიური მოწყობილობა დანადგარების და სხვა საშუალებების დამზადება-გამოყენების, საერთო მოხმარების, ფუნქციონალური და სპეციალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავებისა და დანერგვის, კოოპერატიული ფერმერული და ოჯახური მეურნეობების ჩამოყალიბების პროცესების მართვის, მარკეტინგული კვლევების და კომერციალიზაციის სამუშაოების შესრულება.  ინსტიტუტის ინტელექტუალური და საწარმოო ტექნოლოგიური ბაზის პოტენციალის გამოყენება კომერციალიზაციის მიმართულებით.

კვების პროდუქტების საფრთხის ანალიზისა და კონტროლის ტექნოლოგიების მიმართულებით: in vitro სისტემაში მცენარეთა გამრავლების მეთოდების შემუშავება და დანერგვა; H ACCP-ია სისტემის დანერგვა და საექსპერტო საქმიანობა; ლაბორატორიების აკრედიტაცია რომელთაც ექნებათ კვების პროდუქტების სასერთიფიკაციო უფლება; არატრადიციული ნედლეულიდან ახალი სახის კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება; მცენარეული ნედლეულის ბაზაზე ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და ბუნებრივი დამატკბობლების მიღების მეთოდების შემუშავება-დანერგვა; კვების პროდუქტების ხარისხის განსაზღვრისა და ფალსიფიკაციის დადგენის მეთოდების შემუშავება.

      ინსტიტუტის განყოფილებების ამოცანაა უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობის გაფართოება, ბაკალავრების, მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და საკადრო პოტენციალის გამოყენებით თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობის შექმნა. მეცნიერულ კვლევებში ჩართულობა მათი ინტერესების სტიმულირება. ინსტიტუტი ახორციელებს სტრატეგიას უნივერსიტეტის ფაკულტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის და ისეთი პროექტების შემუშავებას რომლებშიც აისახება მეცნიერული და პრაქტიკული ღირებულებები.

    ინსტიტუტის სტრატეგიული მიმართულებაა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება, აგრარული სფეროს სუბიექტებისათვის აჭარის რეგიონში საკონსულტაციო სასწავლო სერვისული მომსახურეობის გაწევის სისტემის შექმნა. მევენახეობა-მეღვინეობის, სასათბურე მეურნეობის, ციტრუსოვანთა ნაყოფის გადამუშავების, შენახვის და ტრანსპორტირების, სასუქების, შხამქიმიკატების, ბიოპრეპარატების,  სხვა საშუალებების დოზირებული გამოყენების პრობლემებთან დაკავშირებით.

     საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა მოიცავს ევროკავშირის, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის, შუა აზიის, თურქეთის, ისრაელისა და სხვა ქვეყნების სამეცნიერო კვლევით ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფირმებს და სხვა სუბიექტებს. ინსტიტუტის მიერ მიღწეულია შეთანხმებები სხვა სუბიექტებთან ურთიერთსასარგებლო პარტნიორული თანამშრომლობის თაობაზე და უახლოეს პერიოდში გაფორმდება ორმხრივი მემორანდუმი. საერთაშორისო ურთიერთობები ძირითადში ითვალისწინებს მეცნიერული კვლევების შედეგების ურთიერთგაცვლას, გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების შემუშავება -განხორციელებას, ბიზნეს პროექტების ერთობლივ შემუშავებას და შესრულებას, ინსტიტუტის კვლევების შედეგების რეკლამირებას, ექსპორტისა და იმპორტის დაბალანსებული განვითარების რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას აჭარის რეგიონისათვის შემუშავებული ტექნოლოგიების გამოყენებით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა