ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წელს ბათუმის ბიოტექნოლოგიებისა და ბიზნესის ინსტიტუტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით ტექნიკური ბიოქიმიისა და კვების პროდუქტების უსაფრთხოების განყოფილების სახით შეუერთდა. 2011 წლიდან მიმართულებას ქიმიური ანალიზისა და სურსათის უსაფრთხოების განყოფილება ეწოდა. განყოფილებაში დასაქმებულია 6 მეცნიერ თანამშრომელი და 2 უფროსი ქიმიკოსი. მკვლევრები 2000 წლიდან ჩართულები არიან საგრანტო პროექტებში. ამ პერიოდში განხორციელებულდა სხვადასხვა ფონდის მიერ დაფინანსებული 10-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი სოფლის მეურნეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პრობლემებზე. განხორციელებული პროექტების საშუალებით ჩამოყალიბდა უვირუსო სარგავი მასალის გამრავლების თანამედროვე ტექნიკური აღჭურვის ბიოტექნოლოგიური ლაბორატორია, გაიმართა მცირე ტექნოლოგიური ლაბორატორია, შეძენილიი მაღალი წნევის სითხური ქრომატოგრაფი, რომელიც შესაძლებელს ხდის განხორციელდეს ორგანული მჟავების, მრავალი ვიტამინის, ალკალოიდების, ფენოლური და სხვა ნაერთების იდენტიფიკაცია და რაოდენობრივი ანალიზი.
განყოფილების სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებაა: აბორიგენული და ინტროდუცირებული მცენარეული ნედლეულის და საკვები პროდუქტების ქიმიური, ფიზიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზი; ბიოლოგიურად აქტიური ნედლეულის გამოვლენა, მათი თვისობრივი და რაოდენობრივი ანალიზი;
ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატებისა და პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება, ცალკეული ნაერთების გამოყოფა და იდენტიფიკაცია კვლევის თანამედროვე და კლასიკური მეთოდების გამოყენებით; მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკა და ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით უვირუსო სარგავი მასალის მიღების, მათ შორის in vitro ქსოვილური კულტურის ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა;
კვების პროდუქტების უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდების დანერგვა.
განყოფილებში ადაპტირებულია კვლევის 150 მეტი სტანდარტიზირებული და ორიგინალური მეთოდი, მათ შორის ქრომატოგრაფიული მეთოდები.
კვლევები ტარდება სახელშეკრებულებლო დაკვეთის ფარგლებშიც, ინერგება მეთოდიკები დამკვეთის ნომინაციის მიხედვით.
სამეცნიერო თემატიკა
- ადგილობრივი, აბორიგენული და ინტროდუცირებული მცენარეების შესწავლა და ბიოლოგიურად აქტიური ნედლეულის გამოვლენა;
- დაბალკალორიული დამატკბობელის მიღება და პროდუქტების წარმოებაში გამოყენება;
- დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სუბტროპიკული და კონტინენტალურ მცენარეთა ნაყოფის (ციტრუსოვნები, კივი, ფეიხოა, კენკროვნები და სხვა ნაყოფის შენახვის დროს მიმდინარე ქიმიური ცვლილებების შესწავლა და შენახვის ოპტიალური პირობების შერჩევა;
- სასოფლო–სამეურნეო კულტურების მაღალი სამეურნეო ღირებულებების მქონე ფორმებიდან in vitro მეთოდით უვირუსო სანერგე და სანამყენე მასალის წარმოების ტექნოლოგიების შემუშავება სასოფლო–სამეურნეო კულტურების საუკეთესო სამეურნეო ღირებულებებით გამორჩეული ფორმების მიკროკლონალური გამრავლების პირობების ოპტიმიზაცია. გაჯანსაღებული სათესლე კარტოფილის in vitro ბანკის მოვლა და გამდიდრება ახალი ჯიშებით;
- სუბტროპიკულიხურმის (Diospyros kaki L.) ნაყოფის ბიოლოგიურად აქტიური დანამატების წარმოების ბიოქიმიური თავისებურებების შესწავლა.
უკან |