ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტმა მონაწილეობა მიიღო ქობულეთში გამართულ „ციტრუსის ფესტივალი 2017“-ში. მკლევრებმა ფესტივალზე მემბრანული აპარატები, ციტრუსისა და სხვადასხვა ხილისაგან დამზადებული 45 დასახელების პროდუქცია წარადგინეს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით გამართულ ფესტივალში რეგიონში მოქმედი 40-მდე კომპანია და ფერმერი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ციტრუსისგან აწყობილი სხვადასხვა სკულპტურა, გასართობი და სპორტული თამაშები.
უკან |