ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის „Horizon Europe“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში ჩატარდა საინფორმაციო დღე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, ადმინისტრატორებთან და ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის (COST Actions) პრეზენტაცია. ორგანიზაცია დაფუძნებულია ბრიუსელში და 1971 წლიდან იღებს ევროკავშირის დაფინანსებას სხვადასხვა კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამების ფარგლებში, როგორებიცაა: Horizon 2020 და Horizon Europe.
COST-ი უზრუნველყოფს ქსელურ შესაძლებლობებს მკვლევრებისა და ნოვატორებისთვის, რათა გააძლიეროს ევროპის შესაძლებლობები სამეცნიერო, ტექნოლოგიური და სოციალური გამოწვევების გადასაჭრელად.
COST Action-ის დაფინანსება ფარავს ქსელური საქმიანობის ხარჯებს. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა წარმატების კოეფიციენტით სამჯერ აღემატება სხვა პროგრამების საშუალო წარმატების მაჩვენებელს (37%).
საპროექტო წინადადებების წარდგენა მიმდინარე კონკურსში შესაძლებელია 2024 წლის 23 ოქტომბრამდე.
კონკურსში მონაწილეობის ბმული:
https://www.cost.eu/funding/open-call-a-simple-one-step-application-process/
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისს: ბსუ, ოთახი N129.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართებში.
დანართი1
დანართი2
უკან |