Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

ჰორიზონტ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება

სურათი

2021 წლის  7 დეკემბერს ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციისა პროგრამასთან, „ჰორიზონტი ევროპა“ (2021-2027), ასოცირების სტატუსს ანიჭებს.

შეთანხმება ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვრიდან და ძალაში რჩება „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ყველა პროექტის, ქმედების, აქტივობებისა და მათი კომპონენტების დასრულებამდე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეთანხმებაზე ხელმოწერით იღებს ვალდებულებას ევროპული კვლევითი სივრცის პრინციპების დანერგვასა და დაცვაზე. ასევე, მას ეკისრება ფინანსური ვალდებულება პროგრამაში მონაწილეობისათვის. ასოცირების შედეგად ქართველ მკვლევრებს, ინოვატორებს და კვლევით.

ორგანიზაციებს შეუძლიათ ევროკავშირის 95.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროგრამაში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან თანაბარი სტატუსით მიიღონ მონაწილეობა.

ევროკომისარმა მარია გაბრიელმა  შემდეგი სიტყვებით აღნიშნა საქართველოს ასოცირება: - „ვულოცავ საქართველოს მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებას, რაც საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევრებს, ნოვატორებს და კვლევით ორგანიზაციებს, მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპა“. ეს ასოცირება სარგებელს მოუტანს არა მარტო ქართველ მეცნიერებს, ინოვატორებს და განათლების სექტორის წარმომადგენლებს, არამედ ევროკავშირს და სხვა ასოცირებულ ქვეყნებსაც, რომელთაც სურთ დინამიკურ და ინიციატივიან პარტნიორ ქვეყანასთან თანამშრომლობა.

შეთანხმება იხილეთ დანართში.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა