პროექტი N1
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტი „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“).
პროექტის ნომერი - H2020-SC6-TRANSFORMATIONS-2020
პროექტის სარეგისტრაციო № 101004676
პროექტის ხანგრძლივობაა 30 თვე - 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივლისამდე.
პროექტის კოორდინატორი - პროფესორი მადონა მიქელაძე
პროექტის iHubs4Schools მიზანია, დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის 75 სკოლასა და 600 მასწავლებელს, როგორც სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების საშუალებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით. მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.
პროექტი N2
Knowledge Exchange and Academic Cultures in the Humanities: Europe and the Black Sea Region, late 18th – 21st Centuries
Horizon 2020 EU, Grant Agreement No. 734645
ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში შავი ზღვის რეგიონში
XVIII-XXI სს.
KEAC-BSR
Marie Skłodowska-Curie RISE
Research and Innovation Staff Exchange
https://blacksearegion.eu/
ბსუ-ს სამუშაო ჯგუფი:
პროექტის კოორდინატორი - პროფესორი მარინე აროშიძე
მკვლევრები: ასოც. პროფ. თამაზ ფუტკარაძე; პროფ. თამარ სირაძე, პროფ. ემზარ მაკარაძე, პროფ. ლელა თურმანიძე, ასოც. პროფ. ნინო აროშიძე, ასოც. პროფ. თემურ ავალიანი, ასოც. პროფ. გიორგი მასალკინი, ასოც. პროფ. მანუჩარ ლორია;
პროექტის მიზნები: როდესაც მე-18 საუკუნის ბოლოს დაიწყო თანამედროვე მეცნიერებების გადატანა და შავი ზღვის რეგიონის (BSR) შესწავლა, ეს ტერიტორია ჯერ კიდევ არ ითვლებოდა ევროპის ნაწილად. ინტერ/მულტიდისციპლინარული კვლევისა და გაცვლის პროექტის სახელწოდება სწორედ ამ ფაქტს ეხება. ცოდნისა და მეცნიერების გაცვლა ევროპასა და BSR-ს შორის გააქტიურდა მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისში და შეფერხდა, როდესაც პირველი/მეორე მსოფლიო ომის შედეგად BSR-ის მნიშვნელოვანი ნაწილი ინტეგრირდა საბჭოთა კავშირის ორბიტაში. BSR გაქრა რკინის ფარდის მიღმა და დასავლეთისა და აღმოსავლეთის აკადემიური კულტურები დაშორდა ერთმანეთს. წინა 25 წლის განმავლობაში მოხდა BSR ქვეყნებს შორის და BSR-სა და დანარჩენ ევროპას შორის კავშირების გაძლიერება, აგრეთვე ცოდნის გლობალიზაცია და სამეცნიერო გაცვლა. BSR-ის ინტეგრაცია ევროპის კვლევის ზონაში ჯერ არ დასრულებულა. პროექტმა უზრუნველჰყო ამ პროცესების კრიტიკული გააზრების შესანიშნავი შესაძლებლობები.
პროექტის შედეგები
- ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს მიეცა პროფესიული ზრდის საშუალება;
- დაიხვეწა და ამაღლდა ბსუ-ს დოქტორანტებისა და მაგისტრების სამეცნიერო კვლევის უნარები;
- ამაღლდა ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციის მაჩვენებელი და ევროპულ სამეცნიერო კვლევებში ჩართულობა, ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან;
- კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია მაღალ იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.
უკან |