აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

მძიმე ლითონების(უპირატესად სპილენძის) იონების შემცველი ჩამდინარე და გამრეცხი წყლების გაწმენდა ელექტროდიალიზის მეთოდით - ტექნოლოგიის შემუშავება, რეკომენდაციებისა და საწყისი მონაცემების გაცემა ელექტროდიალიზური აპარატების პროექტირებისათვის

სამეცნიერო პროექტი - მძიმე ლითონების(უპირატესად სპილენძის) იონების შემცველი ჩამდინარე და გამრეცხი წყლების გაწმენდა ელექტროდიალიზის მეთოდით - ტექნოლოგიის შემუშავება, რეკომენდაციებისა და საწყისი მონაცემების გაცემა ელექტროდიალიზური აპარატების პროექტირებისათვის

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - რაულ გოცირიძე

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2008-2009 წწ.  

სამეცნიერო პროექტის მიზანი:

- სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების გამოყენება ელქტროდიალიზური აპარატების დაპროექტებისა და დამზადებისათვის, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ელემენტი ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიაში.
- ჩამდინარე წყლების, რომლებიც უპირატესად სპილენძის იონების შეიცავს, გაწმენდის   ტექნოლოგიური სქემების დამუშავება ელქტროდიალიზის მეთოდის გამოყენებით;
- ტექნოლოგიური რეჟიმების შემუშავება;
-სარესურსო გამოცდების ჩატარება, რომლებიც დაადასტურებდა ელექტროდიალიზური აპარატის     საიმედო მუშაობას.

სამეცნიერო პროექტის შედეგი - დამუშავებულია ელექტროლიზური აპარატურის გამოყენებით სპილენძის იონების  შემცველი საწარმოო ჩამდინარე წყლების გაუმარილებისა და დაკონცენტრირების ტექნოლოგიური პროცესი.  შერჩეულია და დამუშავებულია ელექტროდიალიზური აპარატის მოდელის  კონსტრუქციულ ელემენტთა კვანძები; ტექნოლოგიური რეჟიმები. ელექტროდიალიზური აპარატები შესაძლებელია ჩართული იქნეს სპილენძის შემცველი საწარმოო წყლების გამწმენდი ტექნოლოგიური სქემებში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა