საერთაშორისო გრანტი - ახალი ტიპის კალიუმის შემცველი სასუქის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის დამუშავება ექსპერიმენტული დანადგარის შექმნა და დამზადება ISTC G 1302
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - რაულ გოცირიძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2006-2009 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - ზღვის წყლის დამუშავება იაფი ბუნებრივი სორბენტების გამოყენებით ტუტე და ტუტე მიწათა იონების სელექტიური ექსტრაგირების მიზნით. ზღვის წყლიდან კალიუმის იონის სორბციის ტექნოლოგიის დახვეწა; კალიუმის შემცველი სასუქის საწარმოებლად ექსპერიმენტული დანადგარის შექმნა.
სამეცნიერო პროექტის შედეგი - შავი ზღვის წყლის და ბუნებრივი ცეოლიტის- კლინოპტილოლიტის საფუძველზე ჩვენს მიერ მიღებულია კალიუმით გამდიდრებული სასუქი, რომელიც წარმოადგენს უნიტრატო, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს. დამუშავებულია სორბცია-დესორბციის ტემპერატურული რეჟიმი, როგორც მოდელურ, ასევე ნატურალურ პირობებში. ტექნოლოგიური სქემაში ზღვის წყლის წინასწარი კონცენტრირებისთვის გამოყენებულია ელექტროდიალიზიც.
საწყისი ნედლეულის სიიაფე და ხელმისაწვდომობა (სუბსტრატად გამოყენებულია ძეგვის და თეძამის საბადოების ბუნებრივი ცეოლიტი-კლინოპტილოლიტი, ხოლო კალიუმის იონების წყაროდ-ზღვის წყალი) მეტად საინტერესოს და პერსპექტიულს ხდის ამ მეთოდს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ კლინოპტილოლიტის მარაგი, მდებარეობენ ზღვის სანაპირო რეგიონში და განვითარებული აქვთ აგრარული წარმოება.
უკან |