სამეცნიერო პროექტი - აჭარის აბორიგენული და ინტროდუცირებული მცენარეების ბიოაქტიური ნაერთების შესწავლა
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - აკადემიური დოქტორი ი. ჯაფარიძე, დოქტორანტები: მ. ხახუტაიშვილი, ნ. სურმანიძე, ი. ქარცივაძე, მ. ხარაძე, რ. დავითაძე, ჯ. ფუტკარაძე; მაგისტრანტი - შ. გაბრუშიძე
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016 წ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - აჭარაში გავრცელებული ადგილობრივი და ინტროდუცირებული მცენარეების ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების (ფენოლური ნაერთების, ალკალოიდების, ეთერზეთების, ლიპოიდური ნაერთების და სხვა ) შესწავლა, ნედლეულის აღების ოპტიმალური პირობების დადგენა და მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნაერთებით მდიდარი კონცენტრატების და პრეპარატების მიღების ტექნოლოგიის შემუშავება, უნივერსიტეტში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე კვლევების დანერგვა, უნივერსიტეტის სტუდენტ-მკვლევართა ჩართულობა და ფინანსური მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო პოტენციალის გაზრდა, თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება, რეგიონის სასოფლო-სამეურნეო და წარმოების ამ სეგმენტის კონკურენტუნარიანობის და რენტაბელურობის გაზრდისათვის ხელშეწყობა, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების შემოსავლების ზრდა, საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის შექმნა და როგორც შედეგი სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების გაზრდა.
ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი დღევანდელი შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში პროექტის ფარგლებში თანამედროვე ხელსაწყოების შეძენა, რომლებიც უზრუნველყოფენ კვლევების მაღალ სარწმუნოობას და შესაძლებელი გახდება მაღალრეიტინგული გამოცემებისათვის პუბლიკაციების მომზადება, საერთაშორისო კვლევებში და მომავალ პროექტებში ახალგაზრდა მკვლევარების მომავალი ჩართვა.
უკან |