აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი

I საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი - „უახლესი სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები ბალნეოლოგიაში“

სურათი

11-12 აპრილს, თბილისში გაიმართა I საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი „უახლესი სამეცნიერო კვლევები, თანამედროვე გამოწვევები და პერსპექტივები ბალნეოლოგიაში“. კონგრესზე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა - ნინო მხეიძემ და ნინო კიკნაძემ, რომლებმაც წარმოადგინეს ინსტიტუტის თემატიკით და მიზნობრივი სამეცნიერო პროექტის - ,,აჭარა-გურიის თერმული წყლების და მათი თანმხლები აირების კვლევა, ბუნებრივი რესურსების მართვის მიზნით“ გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამეცნიერო კვლევების შედეგები,
ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის და ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობით.  კონგრესზე ასევე მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს ეკოლოგიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტმა - მარიამ გოგიტიძემ.

კონგრესზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები დაიბეჭდა შრომთა კრებულში და ასევე განთავსდა ელექტრონული ჟურნალის - International Journal Chemistry and Human Health; Current Issue 2025: THE 1ST INTERNATIONAL SCIENTIFIC CONGRESS ვებგვერდზე. კონგრესის მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და სამომავლო თანამშრომლობების პერსპექტივები განისაზღვრა.

კონგრესის ორგანიზატორი  იყო ორგანიზაცია „ქიმია და ადამიანის ჯანმრთელობა“, პარტნიორებს წარმოადგენდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „მთის მდგრადი განვითარების“ფაკულტეტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოსაინფორმაციო ცენტრი.

კონგრესი მოიცავდა საინტერესო და მრავალფეროვან სესიებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ბალნეოლოგიის და მასთან დაკავშირებული დარგების კვლევის, ახალი ტექნოლოგიების და ეკოლოგიური მიდგომების განხილვას. კონგრესზე წარმოდგენილი იქნა მოხსენებები, პანელური დისკუსიები, სემინარები და პრაქტიკული ვორქშოფები, მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და ახალი იდეების განხილვის. კონგრესის სამიზნე ჯგუფები იყო: ბალნეოლოგიის მკვლევრები და ექსპერტები; მედიცინის, ფიზიოთერაპიისა და სხვა სამედიცინო დარგების სპეციალისტები; ეკოლოგები და ბუნებრივი რესურსების მმართველები; ინჟინრები და ტექნოლოგები; მთის კურორტების მენეჯერები და სპეციალისტები; კლიმატოლოგები და გარემოს ცვლილებების მკვლევრები; საერთაშორისო სტანდარტების და GIS სპეციალისტები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა