ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ჟურნალის - „მაჭახელი“ საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

სასტუმრო „რედისონში“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო-პოპულარული და საზოგადოებრივი ჟურნალის - „მაჭახელი“ საიუბილეო ნომრის პრეზენტაცია, ჟურნალისტ გოდერძი შარაშიას დოკუმენტური ფილმის - „მაჭახელას ქართველები“ ჩვენება და ზემო მაჭახელში (თურქეთი) გადაღებული ფოტოების გამოფენა გაიმართა. ჟურნალის მეათე ნომერი ეძღვნება მაჭახელას ეროვნული პარკის საქმიანობას, ხეობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის აქტუალური საკითხებს, არსებულ სიახლეებსა და საზოგადოებისათვის სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერით პროექტის - „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა“ ფარგლებში ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა