ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსმა, ემერიტუს პროფესორმა ბიჭიკო დიასამიძემ ჩაატარა სემინარი თემაზე: „საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უწმინდესი სინოდის 2012 წლის 5 ივლისის განჩინება“.
სემინარზე გაანალიზდა განჩინების შინაარსი და მისი შესრულების მიზნით მიტროპოლიტ ანანია ჯაფარიძის მიერ ჩატარებული გამოკვლევების არსი. სემინარზე გამოითქვა აზრი, რომ განჩინების შესრულება უნდა დაწყებულიყო არა საეკლესიო ცენტრების სამხრეთ შავიზღვისპირეთში (აფსაროსიდან ტრაპიზონამდე ტერიტორიაზე) ძიებით, არამედ დღეს ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული დებულების უსაფუძვლობის დასაბუთებით, რომ „სანამ დასავლეთ საქართველო პოლიტიკურად ბიზანტიის ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდა, ოფიციალური ეკლესიისა და სახელმწიფო კანცელარიის ენის როლს ბერძნული ასრულებდა“ (სინ II, 1973, გვ. 428).
უკან |