შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების 2017 წლის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვება მოიპოვა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ კახაბერ სურგულაძისა და მკვლევარ ირინა ვარშალომიძის სამეცნიერო პროექტებმა: „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში (ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა)“ და „ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი დაცული მონეტების კატალოგი“.
სამეცნიერო პროექტი „კათოლიკობა და კათოლიკეები საქართველოში XIX-XXI საუკუნეებში (ისტორია, კულტურა, თანამედროვეობა)“ ითვალისწინებს კათოლიკურ სამყაროსთან საქართველოს ურთიერთობების ისტორიის კვლევას ისტორიულ და კულტურის მეხსიერების ჭრილში. სამეცნიერო პროექტი „ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმი დაცული მონეტების კატალოგი“ მიზნად ისახავს ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის მუზეუმში დაცული მონეტების უნიკალურ კოლექციის შესწავლას და სამეცნიერო მიმოქცევაში ჩართვას.
უკან |