იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა სხვადასხვა დარგის საუკეთესო მეცნიერები. აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტს დირექტორს, აკადემიურ დოქტორს როინ მალაყმაძეს სამეცნიერო მიღწევებისათვის საპატიო სიგელი გადასცა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი როინ მალაყმაძეს ულოცავს წარმატებას.
უკან |