საფრანგეთის, თურქეთის რამდენიმე უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2016–17 წლებში ჩატარდა ვორკშოფების სერია თემაზე: „ანატოლიის მდინარეები დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის: ღერძები და საზღვრები (ადამიანისა და გარემოს გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული ინტერაქცია ანტიკურ ხანაში)“. ანკარისა (2016 წლის 17–20 ნოემბერი) და ბათუმის (2017 წლის 4–7 აპრილი) ვორკშოფების შემდეგ, 29–30 სექტემბერს საერთაშორისო ვორკშოფს სტამბულსა და ინეზში (ანტიკური ხანის აინოსი) ანატოლიის კვლევის ფრანგულმა ინსტიტუტმა და სტამბულის უნივერსიტეტმა უმასპინძლეს.
ვორკშოფი ამჯერად მდინარეებთან დაკავშირებულ კულტურულ ასპექტებს (მხატვრული აღქმა/წარმოდგენები და გამოსახულებები) მიეძღვნა. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ვორკშოფის საორგანიზაციო და სარედაქციო საბჭოს/კომიტეტის წევრმა ნინო ინაიშვილმა მონაწილეობა მიიღო. სამივე ვორკშოფის ერთიანი, შემაჯამებელი ნაშრომის გამოსაცემად მომზადება 2017 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
უკან |