ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

საერთაშორისო კონფერენცია სინოპისა და შავი ზღვის არქეოლოგიის საკითხებზე

სურათი

13–15 ოქტომბერს თურქეთის ქალაქ სინოპში, სინოპის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის ინიციატივით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია სინოპისა და შავი ზღვის არქეოლოგიის საკითხებზე, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად მონაწილეობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო ინაიშვილი. მკვლევარმა კონფერენციაზე წარადგინა ბსუ უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ხალვაშის ერთობლივი მოხსენება „სინოპური ამფორები კოლხეთში“. კონფერენციის დასასრულს გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელმაც იმსჯელა სინოპისა და შავი ზღვის არქეოლოგიის პრობლემების შესწავლის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის კავშირების განვითარებაზე.
ძველი სინოპი შავი ზღვის რეგიონისა და ზოგადად, ძველი მსოფლიოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საპორტო ქალაქი იყო კლასიკურ, ელინისტურ, რომაულ და გვიანანტიკურ ხანაში, ამდენად, სინოპის შესწავლა მჭიდროდაა დაკავშირებული ზოგადად შავი ზღვის რეგიონის კლასიკური და ადრებიზანტიური ხანის ისტორიისა და არქეოლოგიური პრობლემატიკის კვლევასთან.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა