აჭარის საარქივო სამმართველოში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსმა შუშანა ფუტკარაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. მეცნიერმა საზოგადოებას გააცნო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ნაკლებად ცნობილი თუ დღემდე უცნობი საარქივო მასალები და მისი აჭარისადმი ზრუნვის დეტალები. საჯარო ლექცია ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 და გარდაცვალებიდან 110 წლისთავს მიეძღვნა.
უკან |