ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ეთნო-არქეოლოგიური ექსპედიცია სოფელ ჩიქუნეთში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფმა 14-20 სექტემბერს ეთნო-არქეოლოგიური ექსპედიცია განახორციელეს  მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში. ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ,  მეცნიერ-თანამშრომელმა ჯემალ მიქელაძემ და დოქტორანტმა სულხან მამულაძემ აღმოაჩინეს სამეცნიერო წრეებისათვის დღემდე უცნობი რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი და ეთნოლოგიური მასალა. შესასწავლ რეგიონში კვლევა-ძიება მომავალშიც გაგრძელდება, გარდა ამისა, დაგეგმილია ვრცელი, კომპლექსური, ნაშრომის გამოცემა, რომელშიც შევა როგორც მაჭახლის ხეობაში არსებული ეთნოლოგიური მასალები, ასევე არქეოლოგიური ძეგლები მათი ერთიანი გრაფიკული რეკონსტრუქციითა და ფოტო-მასალით წარმოდგენილი. 

ექსპედიცია ნიკო ბერძენიშვილის ინსიტუტის 2017 წლის მიზნობრივი პროგრამის „ეთნო-არქეოლოგიური შესწავლა მაჭახლის ხეობის“ ფარგლებში განხორციელდა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა