ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამეცნიერო ექსპედიცია თურქეთის რესპუბლიკაში

სურათი

23-29 აგვისტოს,  ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლები მივლინებით იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, კერძოდ  ბორჩხის რაიონის დევსქელის ხეობის სოფლებში  სანათისში, ბაგინში, დევსქელში, შუახევში, ებრიკაში, აგრეთვე ამ სოფლების იაილებში (თეთრიწყლის იაილები).   

მეცნიერებმა მივლინების პერიოდში იქაურთა ყოფისა და კულტურის ამსახველი ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, დიალექტოლოგიური მასალები ჩაიწერეს, აღწერეს მატერიალური კულტურის ძეგლები ( საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობანი, საკულტო და საფორტიფიკაციო ძეგლები). აღნიშნული მასალები გამოყენებული იქნება სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებსა და მონოგრაფიაში-„დევსქელის ხეობა“. 

სამეცნიერო მივლინებაში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თამილა ლომთათიძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია ჭიჭილეიშვილი, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი  ნაილა ჩელებაძე იმყოფებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა