სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა. 60-მდე ქართველი და უცხოელი მკვლევარი სამეცნიერო მოხსენებებს წაიკითხავს ქალაქის წარსულსა და თანამედროვეობაზე, განიხილავენ ბათუმის განვითარების ტენდენციებსა და სხვა აქტუალურ საკითხებს. სამეცნიერო სესიაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი მნიშნელოვანი სტატიები, როგორიცაა: თანამედროვე ბათუმი: ინტერესთა კონფლიქტი და პერსპექტივა, ებრაელობა ბათუმის საქალაქო თვითმმართველობაში (1887-1917), ზნეობრივი ომი ხიმშიაშვილთა ოჯახის წინააღმდეგ, საქართველოს ევროპული რადიუსი და ბათუმის ურბანული პრიორიტეტები, ბრძოლები ბათუმის მიმართულებით 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის პერიოდში, ტურიზმის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები ბათუმში.
ორდღიანი კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება.
უკან |