ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამუშაო შეხვედრები თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფარგლებში,  19-23 ივლისს თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობდა.

გაცნობითი გასვლითი ტურის მიზანი მაჭახელას ეროვნული პარკის დამხმარე ზონის თემების წარმომადგენლებისათვის და თანამშრომლებისათვის დაცული ტერიტორიის სარგებლის გაცნობა, გამოცდილების გაზიარება, დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული წარმატებული ბიზნეს მაგალითების ნახვა და ადგილობრივი ფოლკლორის, ეთნოლოგიის, ისტორიისა და კულტურის ძეგლების გაცნობა იყო.

„აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა” არის 4 წლიანი (2014-2018) ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელსაც აფინანსებს გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP).

პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაცული ტერიტორიების მართვის დახვეწა, მათი საზღვრების გაფართოება და ურთიერთკავშირის განმტკიცება უნიკალური კოლხური ტყეების (ზომიერად ნოტიო ტყეების) უკეთ დასაცავად.

 

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა