მალხაზ სიორიძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ქართველმა, უკრაინელმა, პოლონელმა მკვლევრებმა სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინეს ისტორიის აქტუალურ საკითხებზე და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები შეაჯამეს. ასევე იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: 1921 წლის ყარსის ხელშეკრულება, ეროვნული საბჭოს მოღვაწეობა უმაღლესი საკანონმდებლო ხელისუფლების ორგანიზაციებისათვის (1918 წ. მაისი - 1919 წ. იანვარი), კონფესიური და ტერიტორიული პრობლემები ამიერკავკასიაში, ფლორიან ზელინსკი - XIX საუკუნეში კავკასიაში გადასახლებული პოლონელი შეთქმულნი, ევროკავშირის შექმნის სათავეებთან ქართველებიც იდგნენ და სხვ.
სამეცნიერო სესია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტისა და ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |