ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში. ლადო ასათიანის დაბადებიდან 100 წლისადმი მიძღვნილ ეროვნულ სამეცნიერო სესიაზე ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ელზა ფუტკარაძემ ნაშრომი წარადგინა თემაზე: „თბილისი და ფიროსმანი ლადო ასათიანის პოეზიაში“, ხოლო უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნაილე მიქელაძემ მოხსენება „წუთისოფლის რაობის განცდა ლადო ასათიანის პოეზიაში“ წაიკითხა.
უკან |