დღეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბათუმობის’’ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა სახელწოდებით „ბათუმი-წარსული და თანამედროვეობა’’. სესიაზე 60-მდე მეცნიერი მოხსენებას წარმოადგენს შავიზღვისპირა ქალაქის ისტორიაზე, თანამედროვეობაზე, არქეოლოგიაზე, ეთნოგრაფიასა და ურბანული განვითარების ტენდენციებზე.
მკვლევრები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა: „ტურიზმი და გარემოსდაცვითი პრობლემები აჭარაში’’, „რეგიონული მედიის ზოგიერთი გამოწვევები’’, „სოფლის მეურნეობის განვითარების ისტორიული და თანამედროვე ასპექტები აჭარაში’’ და ა.შ.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
უკან |