წიგნის - „აჭარა: ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი რესურსები“ პრეზენტაცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სახელმძღვანელო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბაზაზე (სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე რ. მალაყმაძე) მომზადდა და განკუთვნილია ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებულთათვის. წიგნის საშუალებით მკითხველს საშუალება ექნებათ გაეცნონ აჭარის, მისი ცალკეული მუნიციპალიტეტების ისტორიას, ეკონომიკას, ბუნებას, მოსახლეობის ეთნიკურ და კონფესიურ სტრუქტურას, ტრადიციულ მატერიალურ და სულიერ საუნჯეს, ფოლკლორს, მეცნიერებას, ხელოვნებას და კულტურას, მატერიალური კულტურის ძეგლებს, ბუნების დაცულ ტერიტორიებს. სახელმძღვანელოს დახმარებით მომზადდებიან ტურიზმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც ტურისტებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაციის მიაწოდება შეეძლებათ აჭარის შესახებ.
წიგნის პრეზენტაციას რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები, ტურიზმის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
უკან |