ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“

სურათი

,,ბათუმის“ სახალხო დღესასწაულს მიეძღვნა მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“. ქართველმა, ამერიკელმა, ინგლისელმა და თურქმა მკვლევარებმა ბათუმის ისტორიასა და თანამედროვეობაზე 50-მდე მოხსენება წარმოადგინეს. მეცნიერებმა ორდღიან სამეცნიერო სესიაზე ისეთი აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა: ,,ბათუმის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე“, ,,ბათუმი ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში“, ,,რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის თავისებურებანი და მისი რეალიზაციის მექანიზმები ბათუმში“, ,,უცხოელი ინვესტორის თვალით დანახული ბათუმის ბუნებრივი რესურსები“ და სხვ. საერთაშორისო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

  პროგრამა და მოსაწვევი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა