ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სურათი

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან განთავისუფლების ბრძოლის წინამძღოლის სელიმ ხიმშიაშვილის ტრაგიკული აღსასრულიდან 200 წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სესიის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხალვაში, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, სტამბოლის ქართველთა კულტურის ცენტრის თავმჯდომარე სეზენ-გონენჩ ოქჩანი, სტამბოლის ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენელი მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი) და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ავთანდილ ნიკოლაიშვილი მიესალმნენ. კონფერენციაზე ქართველმა და თურქმა მკვლევრებმა მოხსენებები წარმოადგინეს სელიმ ხიმშიაშვილი ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამა

  1. პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლა XVII-XVIII საუკუნეებში;
  2. აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე - ხიმშიაშვილების საგვარეულო აჰმედ აჯარის წიგნის „ხიმშიაშვილების“ მიხედვით;
  3. პროფესორი რამაზ სურმანიძე - სელიმ ხიმშიაშვილი - სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ოსმალთაგან განთავისუფლებისათვის ბრძოლის წინამძღოლი;
  4. პროფესორი ოთარ თურმანიძე - ხიმშიაშვილები - XIX საუკუნის პირველი ნახევრის სამხერთ-დასავლეთ საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში;
  5. მუსტაფა იაქუთი (გურამ ხიმშიაშვილი) - ხიმშიაშვილთა გვარის ისტორიიდან;
  6. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი ოლეგ ჯიბაშვილი -ხიმშიაშვილთა საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობანი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლის წლებში;
  7. პროფესორი ოთარ გოგოლიშვილი - შერიფ ხიმშიაშვილი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს „გამოხსნა-აღდგომის“ განხორციელება;
  8. პროფესორი შუშანა ფუტკარაძე - სახელოვანი ქალები ხიმშიაშვილთა ოჯახებიდან;
  9. პროფესორი ნუგზარ ზოსიძე - შერიფ ხიმშიაშვილის მემკვიდრეებისა და სხვა ქართველ მამულიშვილთა ბრძოლა აჭარის საქართველოს შემადგენლობაში დარჩენისათვის;
  10. პროფესორი ავთანდილ ნიკოლაშვილი - ხიმშიაშვილთა ეროვნულ-პოლიტიკური თვალთახედვის წარმომჩენი პასაჟები მიხეილ ჯავახიშვილის „არსენა მარაბდელში“;
  11. პროფესორი სულხან კუპრაშვილი - სამხრეთ-თურქეთის ურთიერთობები XVIII_XIX საუკუნეების მიჯნაზე და სამხრეთ-დასავლეთი საქართველო;
  12. პროფესორი სერგო დუმბაძე - სახელოვანი წინაპრები მომდევნო თაობათა ხსოვნაში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა