ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

მთიანი აჭარის ეთნოგრაფიულ-ფოკლორული მემკვიდრეობა

სურათი

აჭარის ტრადიციული კულტურის დღის ფარგლებში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე: „მთიანი აჭარის ეთნოგრაფიულ-ფოლკლორული მემკვიდრეობა“. ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარებმა კოლეგებს სესიაზე ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგები გააცნეს და ეთნოგრაფიული მემკვიდრეობის ნიმუშები წარუდგინეს. სამეცნიერო სესიის ფარგლებში ჩატარდა წიგნის „აჭარული საუნჯის“ წარდგინება, გაიხსნა გივი ნახუცრიშვილის ფოტო-გამოფენა „მთიანი აჭარის ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა“ და შედგა დოკუმენტური ფილმის „ხიხანის არწივების“ ჩვენება. კონფერენიცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა