აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის 120 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებმა კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს ცნობილი ქართველი მეცნიერის ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე. მომხსენებლებმა ისაუბრეს აკადემიკოსის მის მიერ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე, ჯავახეთის ექსპედიციის დღიურებზე, ისტორიული გეოგრაფიის, ადრეფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ეკლესიისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკურ საკითხებზე.
უკან |