ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ქედის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში გამართულ ინსცენირებულ ფოლკლორულ საღამოში „აჭარული ქორწილი“. ღონისძიების მონაწილეებმა ხეობის ტრადიციები და წეს-ჩვეულებები გააცოცხლეს. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მკვლევრებმა კულტურის სახლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს წიგნები „აჭარული საუნჯე “ და „გამონათლევი“.
უკან |